რეზონანსი
26.09.2018

 თბილისის მერმა,  კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამავე პერიოდიდან, მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

„მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ამასთანავე ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას“, – განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×