რეზონანსი
26.09.2018

 იტალიური მედიის ცნობით, იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა. 42 წლის მამაკაცი ქალაქ ტრიესტეს მაღაზიაში დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გამყიდველმა შენიშნა, რომ მამაკაცი, რომელსაც თან ერთი წლის შვილი ჰყავდა, ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. გამყიდველმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა მამაკაცმა ეტლი დააგდო და გაქცევა სცადა.

მამაკაცის დაკავება ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, ბ.გ.-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა. "მეტრონომის" ცნობით, მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს, შვილი კი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×