რეზონანსი
26.09.2018

 თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისში ტაქსების ფერთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ტაქსები თეთრი ფერის იქნება. შესაბამისად, მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

ამასთან ერთად ტაქსის მანათობელს მერია ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადასცემს. ტაქსები უფასო პარკინგითაც ისარგებლებენ და ავტომობილებზე განთავსდება რეკლამა, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება მძღოლებისთვის. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ გრძელდება ტაქსების რეგისტრაცია:

"ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×