რეზონანსი
26.09.2018

 განათლების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ქვეყნის მასშტაბით სკოლების შემოწმებას ახორციელებენ, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის რეგიონებში სკოლის შენობებში საბავშო ბაღები ან პროფესიული ცენტრები განთავსდეს. განათლების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის თქმით,

არის რეგიონებში სკოლები, რომლებსაც ინფრასტრუქტურულად შეუძლიათ შეითავსონ ბაღების სივრცე. "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ამ თვეში ვაწარმოებთ სკოლების შემოწმებას. უნდა  ვცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს რეგიონებში. შესაძლებელია სკოლამ სხვადასხვა ფუნქცია აიღოს თავის თავზე, მაგალითად რომელიმე პროფესიული პროგრამა შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში გახსნილი ან ბაღი, ან ახალგაზრდობის ცენტრი“, - აღნიშნავს აბულაძე.

მისივე თქმით, სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული სასკოლო ასაკიც, რომლის გადახედვაც კონკრეტული შედეგების დადებამდე არ იგეგმება.

„არანაირი მოცემულობა არ შეცვლილა რომ ჩვენ სასწავლო წლის დასაწყისში, ნაცვლად 6-წლიანი სტანდარტისა ვთქვათ, რომ კარგი  5 წლის ბავშვიც შევიდეს სკოლაში. ვთქვათ ასევე, რომ შეიქმნება რაღაცა კომისია, რომელიც შეაფასებს ბავშვის მზაობას, ეს არის გამორიცხული,მსგავსი რამ გვინახავს წლების წინ და ვიცით რაც ხდებოდა“, - ციტირებს მინისტრის მოადგილის სიტყვებს "ედუ.არის.ჯი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×