რეზონანსი
26.09.2018

 უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის გოგო, რომელის 36 კვირის ორსული იყო გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

"სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით, მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა" - განუცხადა "ინფორუსთავს" გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმმა ლევან სუტურმა.

გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×