რეზონანსი
26.09.2018

 მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

,,მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს 2 ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვთ. რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი - ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება ,,ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძიმ.

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გამოძიებამ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

„ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს. გავარკვიოთ რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×