ხონის მერის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და მათთან ერთად სხვა საჯარო მოხელეები თანამდებობებს ტოვებენ. ამ ინფორმაციას ხონის მერი ლადო ჯურხაძემ ადასტურებს.
გელა ჩოგოვაძეს, ზაზა რუხაძესა და სხვა საჯარო მოხელეებს სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.
„მათ წარმოადგინეს უკვე სასამართლოს განჩინებები და წერენ განცხადებებს”, - აცხადებს "პირველ არხთან" ლადო ჯურხაძე.
მისი თქმით, თანამდებობას დატოვებს ექვსი პირი, მათ შორის მერიის ოთხი თანამშრომელი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და საკრებულოს ერთი თანამშრომელი.
საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება, რომელიც 2016 წელს აღიძრა და განაჩენი წელს, აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა.