პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარის, პაატა ბურჭულაძის თქმით, პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დაშლა ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ბურჭულაძე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და კონკრეტულად პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ საკითხს შეეხო. მისი თქმით, "გირჩი" ივანიშვილის პარტიაა და ის ბლოკში ივანიშვილის ფულით შედიოდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იგი ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რადგან დღეს მარიხუანას კანონპროექტი შეტანილია პარლამენტში.
„ჯერ კიდევ მარიხუანაზე საუბარი არ იყო, როდესაც მარიხუანაზე დაიწყეს საუბარი. ეს აგორებულია ყველაფერი აქედან. ლოგიკურად რომ მივყვეთ აზრს, ეს იყო გათვლილი უკვე მაშინ იმიტომ, რომ არ შეიძლება, ერთ დღეს თქვა, რომ ხვალიდან მე ლეგალიზაციას ვუკეთებ მარიხუანას საქართველოში. ეს უნდა მომზადდეს, ხალხში მომწიფდეს და ეს იყო, მწიფდებოდა და დღეს მივედით და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.