რეზონანსი
25.09.2018

დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მოქალაქე თა­მარ უჯ­მა­ჯუ­რი­ძე ტა­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­ზით და­ა­მახ­სოვ­რდა. მე კი­დევ ერთს მო­გიყ­ვე­ბით და ეს ამ­ბა­ვი არა­ვინ იცის. დამ­წყებ დი­ზა­ი­ნერ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ად­გი­ლიც შერ­ჩე­უ­ლი გვქონ­და და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, რჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პრობ­ლე­მა - გა­ნა­თე­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მი­ვი­კითხ-მო­ვი­კი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ნა­თე­ბა ძალ­ზე ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ფი­ლა და მი­ნი­მუმ 2000 ლარი იყო ამის­თვის სა­ჭი­რო. მივ­ხვდი, რომ ვი­ღუ­პე­ბო­დი. ვე­ძებ­დი ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებს, ვი­საც ცოტა ია­ფად შე­ეძ­ლო ჩვე­ნი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მაგ­რამ ამა­ოდ.

ბო­ლოს, ერ­თმა გო­გომ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცა, და­უ­რე­კე, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, გა­ნა­თე­ბაც აქვს და იქ­ნებ და­გეხ­მა­როს, ოღონდ ჩემი სა­ხე­ლი არ ახ­სე­ნოო. იმა­ვე სა­ღა­მოს ვრე­კავ, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნაც არ მაქვს, ვის­თან. უბ­რა­ლოდ, კე­თილ ადა­მი­ან­თან ვრე­კავ. რამ­დე­ნა­დაც მო­ვა­ხერ­ხე, და­ლა­გე­ბუ­ლად ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მერე პირ­და­პირ ვა­ჯა­ხე: ფული არ გვაქვს, მაგ­რამ ქარ­თულ საქ­მეს ვა­კე­თებთ და უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ-მეთ­ქი და გა­ვი­სუ­სე, პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში. - დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბით, - იყო პა­სუ­ხი. წა­მიც არ დას­ჭირ­ვე­ბია და­სა­ფიქ­რებ­ლად. სა­ი­დან ხართ ასე კე­თი­ლი-მეთ­ქი, - ვკი­თხე. იმ ბიჭს მივ­ბა­ძე, ბავ­შვებს აუზი რომ გა­უ­კე­თაო. ხე­დავთ, რო­გო­რი გდამ­დე­ბია სი­კე­თე-მეთ­ქი? გა­ე­ცი­ნა და და­მემ­შვი­დო­ბა. 3 დღის შემ­დეგ გა­ვი­გე, სწო­რედ იმ კაცს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ბავ­შვე­ბი რომ აუ­ზით გა­ა­ხა­რა. ნა­თელ­ში იყა­ვი, კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნო!" - წერს უჯ­მა­ჯუ­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×