რეზონანსი
25.09.2018

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ბიძაშვილი, ლორდი ივარ მაუნტბატენი  ბრიტანული ავიაკომპანიის ბორტგამცილებელზე, ჯეიმს კოილზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლორდმა თავად გაავრცელა და ქორწილის ფოტოც გამოაქვეყნა.

„როგორც იქნა ეს გავაკეთეთ! მიუხედავად ბრიტანული უღიმღამო ამინდისა, შესანიშნავი დღე იყო“, - წერს ის.

ლორდმა მადლობა გადაუხადა დევონის საგრაფოს რეგისტრატურის ხელმძღვანელს, ცერემონიაზე გამომსვლელ გუნდს და პირველი ქორწინებიდან თავის სამ ქალიშვილს „გაგებისა და მხარდაჭერისვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×