რეზონანსი
25.09.2018

 ზესტაფონის მერის, კახა მახათაძის გადადგომის მოთხოვნოთ მეცხრე დღეა საპროტესტო აქცია, ამ დრომდე მერიის შენობაში მიმდინარეობდა. ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს. 

მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებინათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ ტერიტორიას. აქციის მონაწილეებმა შენობა მშვიდობიანი გზით დატოვეს.

ისინი მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×