რეზონანსი
25.09.2018

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს. აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.

"ჯიდიჯი პლუსის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მძიმე ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ ჩააგდო. ბანკები სესხს ყველა ადამიანზე გასცემდნენ შედეგად, ამან ქვეყანაში ჭარბვალიანობა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზის გამო წაქაძე თვლის, რომ სებ-ის ახალი გადაწყვეტილება სწორია. 

„სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის სწორი, რადგან ახალი რეგულაციებით მოსახლეობის გაღარიბება შემცირდება. დეველოპერებისთვის ეს კარგია არ არის, რადგან გარკვეულწილად გაყიდვებს შეგვიმცირებს, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ეს რეგულაციები არ არსებობდა, ბანკები ყველას აძლევდნენ სესხს, ისინი ვეღარ ისტუმრებდნენ ვალს და შავ სიაში ხვდებოდნენ. ამას ვამბობ როგორც მოქალაქე და არა მშენებელი“, - აცხადებს "კომერსატთან" წაქაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×