რეზონანსი
25.09.2018

„ბიუ-ბიუს“ ჯიხურების გადატანასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლისა და დედაქლაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის შეხვედრა დღეს გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. როგორც „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა, შემდეგი შეხვედრა ერთი კვირის ვადაში შედგება და ჯიხურების ბედიც გაირკვევა.

"ამ  ეტაპზე  შეთანხმება  არ  მომხდარა.  შემდეგი  შეხვედრა  ერთი  კვირის  ვადაში  გაიმართება  და ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა "ბიპიენს" რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

ცნობისთვის, თბილისის მერია  კომპანია  „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების  გადატანისკენ  მოუწოდებს, საუბარია 15 წერტილზე. დედაქალქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  „ბიუ-ბიუს“ ხუთწლიანი იჯარის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა, თუმცა, კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა, რათა საწარმოო პროცესი არ შეეჩერებინა. 

კომპანიის დამუძნებელი რევაზ ვაშაკიძე კი ჯიხურების ლოკაციის შენარჩუნებას ითხოვს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბიზნესმენმა “ბიუ-ბიუს” წარმოების პროცესი გააჩეროს.  კომპანიაში 1000 ადამიანია დასაქმებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×