რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიღომში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, შემთხვევისას საკუთარ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მისმა ძმამ აღმოაჩინა, რომელიც დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან გადავიდა.

ოჯახის ახლობელის თქმით, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

"ვალები ჰქონდა და ამბობდა, რომ დეპრესიამ შემოუტია, კონკრეტულად ვისი და რა რაოდენობის თანხა ჰქონდა არ ვიცით, შოკირებულები ვართ"- აღნიშნავს ოჯახის ახლობელი "ნიუპოსტთა".

როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული.

დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×