რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე 31 საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.

„შტორმის დროს მაშველების მიერ გადარჩენილია 207 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეგახსენებთ: 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დღეს შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×