(რეზონანსი) "მოღალატე", "არც ერთი ხმა მოღალატეს", "აფხაზეთი ჩვენია, განგრენა შენ ხარ!" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ლანჩხუთში, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს მოქალაქეები დახვდნენ.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები, რომლებიც ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ, აცხადებენ, რომ მისი შეხედულებები მოსახლეობისთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათ შეხვედრაზე დასწრების სურვილის ჰქონდათ და სალომე ზურაბიშვილთან გარკვეული კითხვები ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ შეუშვეს.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ლანჩხუთში მხარდამჭერებს ჩაბნელებულ დარბაზში მიმართა. დარბაზის განათება მოსახლეობას ტელეფონებით მოუწია. ადგილობრივებმა დარბაზის განათება ტელეფონების საშუალებით სცადეს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.