რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ხვდება. კობაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საგამოძიებო ექსპერიმენტს შეეხება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე იქნება გამოკითხული.

უფლებამდცველის განცხადებით, ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებებთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ვაპირებთ, ხადას ხეობაში ჩავიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამასთან, დაკავშირებით ბრალდების მხარეს ვესაუბრეთ და ახლა კობაური უნდა გამოიკითხოს. გამოკითხვის შემდეგ კი აღარაფერი რჩება, რომ მისი შემთხვევის ადგილზე გადაყვანა მოხდეს, დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას მის მიერ მიცემული ჩვენება, რამდენად თანმიმდევრული და ობიექტური იქნება", - განაცხადა კობაიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ხადას ხეობაში დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგეგმილი არ არის და ამის შესახებ ადვოკატს უწყებისთვის არ მიუმართავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×