(რეზონანსი) არანაირი კანაფის დედოფალი მე არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის - ეს განცხადება, სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მე ვისაუბრე ასევე, ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე. აქაც დისკრედიტაციაა, არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები.
რელიგიურ შეხედულებებზე და საერთოდ, შეხედულებებზე საარჩევნო კამპანიაში არ საუბრობენ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ იმ დისკრედიტაციის კამპანიას, რომელიც ეხება, რომ მე თურმე არ ვარ მართლმადიდებელი, ვუპასუხებ, რომ ჩემს ოჯახში ნიკო ნიკოლაძიდან დაწყებული, მამაჩემის გაგრძელებით და დღეს ჩემი ძმაც არის მრევლის ნაწილი, მე ვარ, ვიქნები და ჩემი შვილებიც არიან მართლმადიდებლები" - განაცხადა ზურაბიშვილმა.