(რეზონანსი) "გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებ-ესსამჭედლოში არიან გაზრდილები.
„მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის, სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კაგებ-ეს სამჭედლოში გაზრდილები არიან. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და კიევის დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, კაგებ-ეს სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ.
გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი, სისხლში ჩაახშეს ქვეყანა და მისი ნათესავები. ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამბსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.