რეზონანსი
25.09.2018

რა­ჭა­ში, ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას ად­რე­უ­ლი რე­ლი­ე­ფის უნი­კა­ლუ­რი ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა ან­თი­ძე და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კუპ­რაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლე­ბენ.

ეს რე­ლი­ე­ფე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მე-11 სა­უ­კუ­ნი­საა. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რეს­ტავ­რა­ტორ­თა ჯგუ­ფი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ახალ მა­სა­ლა­საც მალე მიაწ­ვდიან სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

 "მთლი­ა­ნად მო­იხ­სნა სა­ხუ­რა­ვის აღ­მო­სავ­ლე­თის მკლა­ვი, სა­დაც უნდა შევ­ცვა­ლოთ ახა­ლი სა­ხუ­რა­ვით და იქ აღ­მოჩ­ნდა, რომ გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ყო­ფი­ლა გარ­კვე­უ­ლი გა­და­კე­თე­ბა ტაძ­რის, რად­გან გუმ­ბა­თის ყელ­ში აღ­მოჩ­ნდა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რე­ლი­ე­ფე­ბი, რო­მე­ლიც ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტაძ­რის ის­ტო­რი­ის­თვის! გარ­კვე­ულ­წი­ლად ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სას ჰგავს...

მეც­ნი­ე­რე­ბი და­ი­წყე­ბენ ახლა შეს­წავ­ლას, გა­მო­იკ­ვლე­ვენ თუ რა პე­რი­ოდს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­სა­და­გოს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან ნი­კორ­წმინ­დის თა­რიღ­ზეც იმოქ­მე­დოს... პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ, რო­გორ მო­ე­წყოს გა­და­ხურ­ვა ისე, რომ ამ ად­გი­ლის ნახ­ვა ყო­ველ­თვის იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა მი­ნით ან ისე­თი მა­სა­ლით, რომ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ უნი­კა­ლურ ნაშთს შე­ხე­დონ", - განუცხადა "ამბებს" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რმა დი­რექ­ტო­რმა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×