რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-შინდისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად 20 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მგზავრები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, გოგონას სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

„მატარებელი დაეჯახა გოგონას. ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა. „სიგნალი" მისცა მემანქანემ, მაგრამ ხმა მაინც ვერ გაიგონა. 9 საათის მერე ვდგავართ და ველოდებით, მატარებელი როდის წავა", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

მემანქანეების თქმით, მათ ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×