რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, სწავლის პროცესის დროს, ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა და მასწავლებელს დაეცა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

პედაგოგმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ბავშვები არ დაშავებულან.

სკოლის დირექტორის, ზაზა ცეცხლაძის განცხადებით, სკოლა დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა დღემდე არა აქვთ კონკრეტული პასუხი, რას აპირებს ხელისუფლება მაღალკონტიგენტიან სკოლაში:

"კატასტროფულ მდგომარეობაშია მთლიანად სკოლა. მესამე სართული უკვე საშიშიც არის, ისეა ჭერი და იატაკი დაზიანებული. ჩვენი ძალებით ვცდილობთ, შეკეთებას, მაგრამ, რაც გარედან არ ჩანს, იმ პრობლემას როგორ მოვაგვარებთ? წინა არჩევნების დროს, დაგვპირდნენ საპირფარეშოს გავაკეთებთო, პროექტი გაამზადეს და მერე გვითხრეს, ფული არ ჩამოირიცხაო.

ამ სკოლაში 402 მოსწავლეა და ეს ბავშვები ყოველდღიურად არიან ერთგვარი რისკის ქვეშ. ადგილზე მოსული იყვნენ დაახლოებით ერთი თვის წინ ოზურგეთის მერი, კოტე შარაშენიძე და ქალბატონი ლელა იმედაშვილი. მაშინ ბატონმა კოტემ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება ახალი შენობა სკოლისთვისო. მას შემდეგ არაფერი არ ვიცით"- განაცხადა ზაზა ცეცხლაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×