რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან 18 სექტემბერს გათავისუფლდა. აღნიშნულ თანამდებობაზე გამარტივებული კონსურსი გამოაცხადა, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება.

ამ დროისთვის მეიფარიანის ადგილის დასაკავებლად 43 კანდიდატი იბრძვის. კონკურსის პირობების თანახამად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია.

ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×