(რეზონანსი) სამგზავრო მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მატარებლის მემანქანეებს ამ წუთებში კითხავენ.
მემანქანეები ირწმუნებიან, რომ როგორც კი გოგონა დაინახეს ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა, რადგან დისტანცია არ ეყოთ.
ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.