რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ამის ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

ჩერქეზიშვილის წასვლას სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ - "ჯერჯერობით, არ ვადასტურებთ. გიორგი ჩერქეზიშვილი შვებულებაშია"- აცხადებენ.

გიორგი ჩერქეზიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ 2017 წლის მარტში დაინიშნა. ერთი თვის განმავლობაში ის ეკონომიკის მინისტრიც იყო.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას, გიორგი ჩერქეზიშვილის ჩათვლით, 6 მოადგილე ჰყავს. მათგან ორი - ნათია თურნავა და ნინო ენუქიძე თანამდებობებზე ქობულიამ დანიშნა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×