(რეზონანსი) დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიღომში ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული.
"გულში აქვს ჭრილობა, ამბობენ თავად ჩაირტყაო. გარდაცვლილი მისმა ძმამ ნახა. სისხლში ცურადვა. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყო"- აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა "ნიუპოსტთან".
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.