(რეზონანსი) ზურაბ ჯაფარიძემ შექმნა ვითომ ქრისტიანული სექტა, აქვს თავისი იერარქია, ჰყავს მღვდლები და ეპისკოპოსები და ხალხს ეუბნება, რომ პლანის მოწევის თაობაზე მე ვიქნები დამცველიო.
მინდა მივმართო იმ ბიჭებს, ვინც ჯარში არ წასვლის გამო ამ სექტაში შედიან, ჩემო ძმებო და შვილებო, ადამიანი, ვინც ამ სექტაში შედის, მისთვის წესის აგება არ შეიძლება, - ამის შესახებ მამა დავით ქვრივიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.
მამა დავითის თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ შეიძლება.
"ნარკოტიკი არ უნდა იყოს ლეგალიზებული. ეს მთლიანად ეკლესიისთვის მიუღებელია. ეს ყველაფერი დაიწყეს იმით, რომ თითქოს ჯიბეში უდებდნენ ნარკოტიკს და იჭერდნენ. ვთქვათ, ახლა თუ დაუშვეს 5 გრამი, 6 გრამს ჩაუდებს. 6 დაუშვებენ?! 7 გრამს ჩაუდებს პოლიცია. პასუხი უნდა მოკითხო იმ ხალხს, ვინც უდებს. გამოიყვანე და გაასამართლე", - განაცხადა მამა დავითმა.