რეზონანსი
25.09.2018

 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებას თავი ქველმოქმედებით შეაყვარა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დიმიტრი ტატიშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, საქმეც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. მომხდარზე საუბარი უჭირთ, გარდაცვლილის მეგობრებს.

"რა დღე გაგვითენე. შენ ხო მეცოდები და მეცოდები, მაგრამ ასმაგად შენი შვილები და დედა, რომელსაც სამუდამოდ ჩაუქრე ცაზე მზე. რომ არაფერი ვთქვათ მეგობრებზე რომელთათვისაც მეგობრობის კულტი იყავი. რა მწარე დილა გათენდა... ვიცი, რომ შენი სურვილით შენს ოჯახს ამ ტკივილს არ მიაყენებდი. მებრძოლი კაცი იყავი", - წერს ტატიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

"ჩემო უკეთილშობილესო, ჩემო საამაყო, შენი ტკბილი გული როგორ უნდა გაჩერებულიყო. ჩემო დიტუნა, ჩემო ბიძიკო. ვერ ვიჯერებ, ვერ ვიაზრებ, რომ შენ ამქვეყნად აღარ უნდა იყო. ამას როგორ გავუძლებთ არ ვიცი", - აღნიშნავს გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობარი.

დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას ორი თვის წინ თავი განსაკუთრებული ქცევით დაამახსოვრა, მან დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×