რეზონანსი
25.09.2018

 სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, დღეს ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანენ და ხელმეორედ გამოკითხავენ. ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი ადასტურებს. ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, რომ ბრადებულის დაკითხვა შემთხვევის ადგილზე, დაცვვის მხარემ მოითხოვა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×