რეზონანსი
24.09.2018

 ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურისთვის ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურები მიუღებელია მათი პოლიტიკური წარსულისა თუ საქმიანობის გამო. 

“გრიგოლ ვაშაძეც და დავით ბაქრაძეც პირადად ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მათი წარსულის და “მოღვაწეობის” გამო. ორივე ზნეობისგან დაცლილია, რასაც ჩასძახებდნენ იმას იძახდნენ, ორივე ქვევრივით იყო. ვაშაძეზე ლაპარაკიც აღარ მინდა, “პაგონები არტყია იმიტომ, რომ სხვანაირად მას იმ ბირთვული კომისიის შემადგენლობაში არ შეიყვანდნენ. ომის მერეც იყო რუსეთის მოქალაქე და  მას ეკუთვნის განცხადება, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის და მას ეკუთვნის ის გაგზავნილი დეპეშაც რუსეთში, კონცერტი ჩაგვატარებინეთო.

დაახლოებით იგივე აზრი მაქვს ბაქრაძეზეც. პიროვნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ერთი სიტყვა არ დაცდენია იმ ორ პარლამენტარზე, რომელიც ცემაში მოკლეს. ეს ხალხი რომ კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე იყვნენ არ შეიძლება”– განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×