რეზონანსი
24.09.2018

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ორიგინალური განცხადება გააკეთა:

"გადაწყვეტილი ამბავია ხალხო რა... აი, ახლა როგორც მე თმები არ ამომივა, ისე ამათ ("ქართულ ოცნებას") არაფერი ეშველება. მოდი, სიმართლე ვთქვათ, ამათმა დაკარგეს მთავარი, მორალური უპირატესობა საზოგადოების წინაშე. ეს ზამბარა იმდენად არის დაჭიმული, ვღელავ, რომ მტკივნეულად არ მოხვდეს ამ ხელისუფლებას. აუცილებლად მოუწევს ხელისუფლების ყველა კორუმპირებულ მაღალჩინოსანს, მუქარაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ 2 კალმისტარს მოითხოვენ ერთდროულად. პირველები იქნებიან, ვინც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ამაზე რიგი დადგება", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×