რეზონანსი
24.09.2018

 რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა დატოვა. თავისი გათავისუფლების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ დაასახელა “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება. „სამეწარმეო რეესტრში უკვე შესულია ცვლილება და მე აღარ ვასრულებ დირექტორის მოვალეობას“, - უთხრა რადიო "თავისუფლებას" იმედაძემ და დასძინა, რომ საკუთარი გეგმების შესახებ ცოტა მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. 

უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და ავთანდილ იმედაძეს შორის, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. ფონდის ინფორმაციით, კლინიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნით, კლინიკის დირექტორს რამდენჯერმე მიეცა "გონივრული ვადა", თუმცა მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×