რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილი, რომელიც დედას 80 ლარის გამო მოკვლით ემუქრებოდა, დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურის ინფორმაციით, შვილმა დედაზე 2018 წლის 16 ივლისს იძალადა. სამართალდამცავებმა ის 19 ივლისს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის იძულების გამო დგება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×