რეზონანსი
24.09.2018

 სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მოქალაქეები გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად უსწორდებიან. როგორც ირკვევა შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა.  ფაქტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ:

"გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი 14 სექტემბერს მოხდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 151-ე მუხ­ლით დაიწყო, რაც მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×