რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) ფეისბუქში ვცელდება ვიდეო, სადაც მოქალაქეები გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად უსწორდებიან. როგორც ირკვევა შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა.

ფაქტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

"გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს"-წერია განცხადებაში.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან სამქეთა სამინისტრო. უწყებამ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×