რეზონანსი
24.09.2018

 რეზონანსი) საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო.

მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ.

წყარო: bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×