რეზონანსი
24.09.2018

 ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ, უწყება ქვეყანაში სხვადასხვა პლასტმასის ნაწარმის ამოღებაზე მუშაობის დაწყებასაც აპირებს. 

„საუბარი ეხება ერთჯერადი ჭურჭლის და ასევე სხვადასხვა პლასტმასის ნაწარმის, მათ შორის პლასტმასის ბოთლების ამოღებას. ჯერ ეს თემა აქტიური განხილვის საგნად არ ქცეულა, შესაბამისად, რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა ეს იყოს სრული აკრძალვა ან რაიმე სხვა ფორმა იქნას გამოყენებული. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პოლიეთილენის პარკების ამოღებაზე, გვაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულებაც და შემდგომი ნაბიჯები სწორედ ამის შემდეგ გადაიდგმება“, - განაცხადა ჩანქსელიანმა. 

1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად 15 მიკრონზე ნაკლები, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×