
ვანო მერაბიშვილის სანახავად მისულმა მისმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, მას მარჯვენა თვალზე აქვს პრობლემა, თუმცა ეს არ არის ისეთი რომ მისი ცნობა გაჭირდეს.
"გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობო. იცნობ ნამდვილად, მაგრამ უკან ჩაწეული აქვს მარჯვენა თვალი, ცოტა. მომიყვა თვითონ, რაც დაადგინეს, თვითონაც არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ცხადია, რომ თვეზე მეტია იკვლევენ, ვერ დაუდგინეს დიაგნოზი.
უკმაყოფილო არ არის თვითონ, ციხეში ძალიან კარგად ექცევიან. ვგრძნობ რომ მომწამლესო, ასეთი რამე არ უთქვმს, მაგრამ გამორიცხული არ არის სამედიცინო ჩვენების მიხედვით", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.