რეზონანსი
24.09.2018

 საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალდებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს:

„ყოველთვის როცა მეკითხებიან მიტყდება თუ არა ახლა, რომ ოდესღაც ნაციონალურ მოძრაობაში მივედი, ვპასუხობ რომ არა, რადგან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე

აი, ამ ადამიანთან ასოცირება "მიტყდება", თან მაგრად. მოახერხა და ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი რისიც მჯეროდა როდესაც მის პარტიაში მივედი:

1. არ "დამიგინებია", შევაგინე მტყუანს. და ეგ შეგინება ძალაშია ამ სტატუსთან და მასში ნახსენებ 3 მილიონთან მიმართებაშიც

2. იდეური განსხვავებები შეუძლებელია გქონდეს ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია ერთი პრინციპიც კი და რომელიც ძალაუფლების გულისთვის მზად არის ყველაფერზე ხელი მოაწეროს

3. რისთვის წამოვედი და რა მინდოდა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია - არსებობს გირჩი და მარტივად შედარებადია დღევანდელ ენმ-თან. საბოლოო გადაწყვეტილება წამოსვლაზე სწორედ ამ ადამიანთან ბოლო შეხვედრისას მივიღე, როდესაც მითხრა, რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა

4. "კარგად დაფინანსებას" რაც შეეხება - "გირჩს" აქვს ერთადერთი ოფისი თბილისში, არ აქვს პარტიული სტრუქტურები და ოფისები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, ისევე როგორც სხვა პარტიები, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამა რომელიც ძალიან ძვირი ღირს და "გირჩის" წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც, საიდანაც იღებენ შემოსავალს. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, იხდის ვახო მეგრელიშვილი ან ბიბლიური თავისუფლება. 

ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×