რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოძღვარმა მოინახულა.მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა ამ დრომდე არ იცის მისი ნამდვილი დიაგნოზი რა არის.

სასულიერო პირის თქმით, პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული აქვს, ხოლო მისი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიმსივნე ან ინტოქსიკაციაც იყოს. მერაბიშვილის მოძღვარს კითხვა ხელისუფლებასთან აქვს.

„მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული, როგორც მომიყვა თვითონ, რაც დაადგინეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად ცხადია, თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი, გამომწვევი მიზეზები. სავარაუდოდ, შეიძლება იყოს სიმსივნე , ეს ფილტვის შეიძლება იყოს, ტვინის შეიძლება იყოს, მაგრამ არ ჩანს.

მოწამვლაზე ამბობს, რომ რადგან ვერ დაადგინეს მიზეზი, ეს თვითონ კი არ გრძნობს, თვითონ დოკუმენტში წერია გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს. ერთ-ერთი არის ინტოქსიკაცია. მე მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილი პატიმარია თუ არა"-ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×