რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) ავარია ზუგდიდში - გამარჯვების ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, ექიმი და მედდა დაშავნენ.

ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს დღეს მომხდარ ავარიას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×