რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ოპოზიცია ქუჩაში გავა.

„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ გამარჯვება. ასი თვალი, ასი ყური - ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×