რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) მარიხუანა ქვეყანაში პრობლემაა, რომელიც ახალგაზრდობას ანადგურებს და მე ვიქნები ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის სათავეში, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ციხე არ არის გამოსწორების გზაა და ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა.

"ციხე გამოსწორების გზა არ არის, მე ვიმეორებ, რომ ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.

მე მივიჩნევ, რომ მარიხუანა, მეტადრე ამ ქვეყანაში, სადაც დასაქმების და ბევრი სხვა პრობლემაა, არის დაავადება,მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ამ ბრძოლის, ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×