რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) თბილისში ღამის ბიბლიოთეკების და მულტიფუნქციური სივრცეების გახსნა იგეგმება. კერძოდ, თბილისის მერია გეგმავს, რომ მოაწყოს ადგილები, სადაც წიგნის წაკითხვის გარდა, მსურველებს სამუშაო სივრცე და დასასვენებელი ადგილი დახვდებათ. საუბარია მედიათეკის მსგავს პროექტზე, რომელიც თბილისში უკვე წლებია არსებობს.

რაც შეეხება ღამის ბიბლიოთეკებს, როგორც imedinews-ს თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ უთხრა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის მათი სავარაუდო ადგილები (ლოკაციები), თუმცა ხუნწარია ამბობს, რომ ისინი ტურისტულად მიმზიდველ უბნებში გაკეთდება.

მერიაში ღამის ბიბლიოთეკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×