რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის გამო 6 ბავშვი გადაიყვანეს. ბავშვები წუხელ კლინიკა „მედიქლაბ სითიში" ეტაპობრივად შეიყვანეს.

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, აღნიშნული ექვსი ბავშვიც საავადმყოფოში იმავე სიმპტომებით მოხვდა, რაც წინა შემთხვევებში დაფიქსირდა. ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს.

წინა დღეებში კლინიკაში 11 ბავშვი მიიყვანეს, მათგან 4 უკვე გაწერილია, 7 კი ამ დრომდე მკურნალობს.

რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×