რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.

ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×