რეზონანსი
24.09.2018

 გუშინ, ოჩამჩირე-ტყვარჩელის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - 2 "ჟიგულის" მარკის მანქანა და 1 "ტოიოტა ფორტუნერი". ავარიის შედეგად ადგილზევე 3 ადამიანი გარდაიცვალა. ტყვარჩელისკენ მიმავალი "ვაზ 2108" შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ "ტოიოტას", რომელიც შემდეგ ასევე ტყვაჩელისკენ მიმავალ "ვაზ 2107"-ს შეასკდა.

 ავტოავარიის შედეგად "ტოიოტას" მძღოლი, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მისი 3 მგზავრი მრავალი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ვაზ 2107"-ში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზევე დაიუპნენ, ხოლო მძღოლი და მეოთხე მგზავრი ჰოსპიტალიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×