რეზონანსი
24.09.2018

 იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.  ჯანეზაშვილი იმ პირის დასახელებას აპირებს, რომელიც სასამართლო სისტემაში გავლენებით სარგებლობს და ძალაუფლებას ხშირად პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. ჯანეზაშვილი  ამბობს, რომ გაასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტს, როდესაც გავლენიანმა მაღალჩინოსანმა თანამდებობრივი ძალაუფლების გამოყენებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

„ამ ბრიფინგის განმავლობაში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა ამ გავლენიანი პირების ძალაუფლებამ და რამდენად ცუდი შედეგი მოუტანა მან ჩვენს მოქალაქეებს“, - ამბობს ჯანეზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×