რეზონანსი
24.09.2018

 ხმაური იყო გვიან ღამით თბილისში, დადიანის ქუჩაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში დავით სუბელიანმა გაავრცელა. დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მოხდა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×