რეზონანსი
24.09.2018

  რამდენიმე ხნის წინ მახინჯაურში ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქეები დაშავდნენ. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.  ავარიისას მამა-შვილი დაშავდა. პირველი არხის ინფორმაციით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნებათ. მედიკოსების ცნობით, პირველადი დაკვირვებით, პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. შეიქმნა რამდენიმე კილომეტრიანი საცობი.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×